მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში

ბეჭდვა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო სექტორში მსოფლიო ბანკთან აქტიურად თანამშრომლობს. ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდნენ, სადაც ტყის მასივებში ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრების წინააღმდეგ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ. ექსპერტები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რის მიხედვითაც დაიგეგმება სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, საიდანაც სექტორში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ასევე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.