ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სიდას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბეჭდვა

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სიდას/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერეს. 

ურთიერთშეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების წახალისებას და პოპულარიზაციას.

თანამშრომლობის ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება ESG შიდა პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან. დოკუმენტის შესაქმნელად, ორგანიზაცია მოამზადებს უწყების საქმიანობის შეფასების ანგარიშს, სადაც გამოკვეთილი იქნება ESG მიმართულებით გამოწვევები, შესაძლებლობები და საჭიროებები. ასევე, განისაზღვრება ESG პოლიტიკის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრები. თავის მხრივ, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს თანამშრომლებისა და დაინტერესებული პირების ჩართვას პოლიტიკის შემუშავებაში. მემორანდუმის შედეგად დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას.