რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რებილიტაცია დაიწყო.
სამუშაოები ამ ეტაპზე გურიისა და იმერეთის ოფისებში მიმდინარეობს. ასევე, დაიწყო რაჭის სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. შენობა აღჭურვილი იქნება მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.
ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ განახლებულ სივრცეში ისარგებლონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით.