გერმანიის მთავრობის დახმარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

ბეჭდვა

გერმანიის მთავრობამ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სატყეო სამსახურებს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დამცავი აღჭურვილობა გადასცა.
✅დამცავ აღჭურვილობაშია დეზინფექციის ბარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და პირბადეები.
✅ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში.
🗣 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
✅აღჭურვილობა პარტნიორ საქვეუწყებო დაწესებულებებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში გადაეცათ.