ეროვნულ სატყეო სააგენტოს საჭირო ინვენტარი გადაეცა
„ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (ECOserve) პროექტის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ეროვნულ სატყეო სააგენტოს სამსახურეობრივი საქმიანობის სრულყოფილად შესასრულებლად ტყის აღრიცხვისთვის საჭირო აღჭურვილობა, კომპიუტერული ტექნიკა და ხე-ტყის დამამზადებელი ჯგუფებისთვის სპეცტანსაცმელი გადასცა.
(ECOserve) პროგრამა ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით და GIZ-ის ტექნიკური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას ბიომრავალფეროვნების მიზნების გათვალისწინებით. პროგრამა ტექნიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის პროცესს, სატყეო ინფორმაციისა და მონიტორინგის სისტემის (FIMS) შემუშავებას, ენერგიის წყაროებში განახლებადი ენერგიების წილისა და ენერგოეფექტურობის ზრდას.