შეხვედრა სტუდენტურ პარლამენტთან

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტუდენტური პარლამენტი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს. ნათია იორდანიშვილმა მათ ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება, ტყის ინვენტარიზაცია, ტყითსარგებლობა, სოციალური და სანიტარული ჭრები, ტყის მოვლა-აღდგენა - ეს ის თემებია, რაზეც სტუდენტური პარლამენტის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე სააგენტოს ხელმძღვანელობისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.