ტყის აღდგენის პროექტი სოფელ დაბაში
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენის საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 144 ჰა ფართობზე 80 ათასამდე ნერგი დაირგო ხოლო, 2020 წლიდან ეროვნული სატყეო სააგენტო დარჩენილ 106 ჰა ფართობს აღადგენს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2018-2019 წლებისთვის, ტყის აღდგენის პროექტი მომზადდა ჯამში 234 ჰა ფართობისთვის, რომელიც ტყის ეტაპობრივად აღდგენას ითვალისიწნებდა. პირველ ეტაპზე ტყის აღდგენა 144 ჰა ფართობზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლის შემოდგომასა და 2019 წლის გაზაფხულზე ჯამში 282 730 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნეგრი დაირგო.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოებში, მეტყევე-სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.