კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა
კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა.ცეცხლმქრობი საშუალებები, მეხანძრის ქურთუკები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო ინვენტარი რეგიონს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა გადასცეს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს, იქნება ეს სატყეოს სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, თუ ხანძარსაშიშ უბნებზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება.
აღნიშნული ტექნიკა და აღჭურვილობა კი ხელს შეუწყობს არამხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, არამედ უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში ეფექტურ რეაგირებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებას.