ლაგოდეხში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა

ბეჭდვა

ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. ინვენტარიზაციის სამუშაოებში სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ გადამზადებული მეტყევე-ტაქსატორები იყვნენ დასაქმებულები. საველე სამუშაოები 21 116 ჰა ფართობზე განხორციელდა, რომლის საფუძველზეც 10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ლაგოდეხში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა. 

პროცესს მხარდაჭერას უწევს „გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი გეგმები.

ლაგოდეხის შემდეგ ტყის ინვეტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში განხორციელდება.