კომპანია ბრითიშ ამერიკან ტობაკოს დარგვის აქცია ბორჯომის პლატოზე

ბეჭდვა

ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ფარგლებში, კომპანია ,,ბრითიშ ამერიკან ტობაკოს’’ კავკასიისა და მოლდოვის წარმომადგენლობამ საქართველოში, 1500 - მდე კავკასიური ფიჭვის ნერგი დარგო. 

პროექტი ნარგავების შემდგომ მოვლასაც ითვალისწინებს.  

ეროვნული სატყეო სააგენტო მიერ, პლატოს ტერიტორიაზე, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოვლა - აღდგენის ღონისძიებები 3 000 კვ.მ. ფართობზეა დაგეგმილი და ეტაპობრივად ხორციელდება. 

კომპანია, ბორჯომის ხეობაში, ტყის აღდგენით სამუშაოებში, რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობს და ჯამში 15 000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი აქვს დარგული.