სააგენტო აგრძელებს მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს
ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოებს აგრძელებს. ბორჯომში, პლატოს ტარიტორიაზე, სანიტარული ჭრების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ადგილზე გაეცნო. სააგენტო სანიტარულ ჭრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რომლის დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.
ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრებს 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ახორციელებს. სანიტარული ჭრის ჩატარების შემდეგ, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლადაა შესამჩნევი. ასევე, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ, ხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. 2017 წლიდან მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰა ფართობზე.
სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები.მთელ ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდებოდა მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019 წელსაც.