იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენის დაგეგმვა

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტო, კომპანია BP-ის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში წაბლნარი ტყეების აღდგენის ღონისძიებებს გეგმავს. სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტები ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას.

ე.წ. „წაბლის ქერქის კიბო“-ს სახელით ცნობილი დაავადება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ღონისძიების ფარგლებში უკვე განხორციელდა ზესტაფონის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია.ასევე, მიმდინარეობს დაავადების შესწავლა და მუშაობა ტყის მართვის გეგმის დოკუმენტსა და ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტზე.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განსაზღვრული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას მიმდინარე წლიდან დაიწყებს.

კვლევის ნაწილში, ქართველ ექსპერტებთან ერთად ავსტრიის ტყის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები არიან ჩართულები.