სამეცნიერო კონფერეცნციის - „კახეთის რეგიონის ტყეები, ბიორმავალფეროვნება და კვლევის მეთოდები“ - გამარჯვებულები გამოვლინდა

ბეჭდვა

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში „კახეთის რეგიონის ტყეები, ბიომრვალაფეროვნება და კვლევის მეთოდები“- სამეცნიერო კონფერენცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა პრეზენტაციები - ტყეების მდგრადი განვითარება, საქართველოს ტყეებში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ტყეების მდგრადი მართვის ჭრილში, უთხოვრიანი ტყეები, სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტყეების ტურისტული პოტენციალი - საკითხებზე წარმოადგინეს.
კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. 6 კონკურსანტიდან თითო გამარჯვებულს - უნივერსიტეტის მაგისტრანტს მარად ფირცხელაურსა და ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს თათია სვიმონიშვილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 
კონკურსის ყველა მონაწილეს, კონფერენციის ორგანიზატორებისგან, სერთიფიკატები გადაეცათ.