ხე-ტყის უკანონო მოპოვება ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის   თანამშრომლების მიერ,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

მოქალაქე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებდა. ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია  ახალციხის „საქმიან ეზოში”.