უკანონო სახერხი საამქრო საჩხერის მუნიციპალიტეტში
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
საამქროს ტერეიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.