დარგვის აქცია ბაგებში

ბეჭდვა

თბილისში, 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე ხის დარგვის აქცია გაიმართა. ტაძრის ეზოში 50-მდე კვიპაროსისა და 400-მდე ტუიას ნერგი დაირგო. 

დარგვის აქცია საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მოსახლეობამ, ტაძრის მრევლმა და ვაკის გამგეობის წარმომადგენლებმა მიიღეს. 

“საპატრიარქოს ფონდი “გაამწვანე საქართველო” ეროვნული სატყეო სააგენტოს მუდმივი პარტნიორია, ჩვენ არაერთი ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”, -აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭაჭიაშვილმა.