ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა განხორციელდა

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების - მსოფლიო ბანკის, ამერიკის, პოლონეთისა და შვედეთის სატყეო სამსახურების, ასევე, გაეროს სურსათის ორგანიზაციის წარმომადგენლებს,  ტყის ეროვნული აღრიცხვის (NFI), ტყის მართვის გეგმის სტატისტიკური ინვენტარიზაციისა (FMI) და   ტყის მართვის გეგმის (FMP) შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას გულისხმობს. 

ტყის ეროვნული აღრიცხვა, სატყეო სექტორის რეფორმის  შემადგენელი  მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)  ერთობლივად ახორციელებენ.    

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღრიცხვის უპრეცენდენტო სამუშაოები განხორციელდა. მსგავსი ტიპის ინვენტარიზაციისთვის სპეციალურად შემუშავდა მეთოლოგია, რის საფუძველზეც   დაინერგა ტყეების სტატისტიკური აღრიცხვის  მექანიზმი”, - აღნიშნა ბიომრავალფერვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა. 

ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია შემუშავდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებების გათვალისწინებით. 

საველე სამუშაოები და მონაცემთა შეგროვება 2018 წელს დაიწყო.  

ტყის ეროვნული აღრიცხვის ფარგლებში, ველზე შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები მომზადდა. მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას.