ფონტის ზომა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ნოემბრის თვის სტატისტიკა

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 66 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 147 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 13 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 5 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 12 - ქვემო ქართლის, 12 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 2, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 7, ხოლო 13 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი - გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 60 ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 576 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1497 კუბური მეტრი შეადგინა.

სამინისტროს უწყებები