ფონტის ზომა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ივლისის თვის სტატისტიკა

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, სამართალდარღვევის  76  ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 74 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.   ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 371 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების  2 ფაქტია გამოვლენილი ახალქალაქში.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივლისის თვეში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 364 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 935  კუბური მეტრი შეადგინა.

ეროვნული სატყეო სააგანტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის  იანვრის თვიდან დღემდე,  ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების  46 ფაქტი.