სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია შიდა ქართლში
ეროვნული სატყეო სააგენტო, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ადგილზე გაეცნო.
გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.