ტყის აღდგენის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტში

ბეჭდვა

2020 წელს, ეროვნულმა სატყეო საგენტომ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურში, ტყის აღდგენის სამუშაოები 1.3 ჰა ფართობზე განახორციელა. ტყის ტერიტორიაზე ფოთლოვანი სახეობის 6100 ნერგი დაირგო. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს, როგორც  ტყის მართვის  ორგანოს,  ძირითად ფუნქციას ტყის მდგრადი მართვა, ტყის მოვლა-აღდგენა და ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს.  

გასულ წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, აღდგენილია 160 ჰა-მდე ტყის ფართობი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, მოიაზრებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების, ასევე, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა.

ეროვნული სატყეო  სააგენტო, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ყოველწლიურად, 150 ჰექტარი ტყის გაშენების  ღონისძიებებს ახორციელებს, რითაც ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა ხდება.