დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ბეჭდვა

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.  საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული  4 კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი.

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.  ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მუშაობს.