ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება

ბეჭდვა

ზუგდიდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ურთას მთის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულია მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც დგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე “მოიზიდე და გაანადგურე" ტექნოლოგიის სადგურები განლაგდება სამეგრელო-ზემო სვანეთში ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 2800-მდე ფერომონი დამონტაჟდა. 

ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიული რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, იგეგმება ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.