ხის დარგვის დღე
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „დარგე ხე“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები და სპორტსმენები შემოუერთდნენ. ღონისძიების მიზანია ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.