საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ბევრეთში, სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსის მიხედვით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. სოციალური ჭრების გაუქმებამდე, კი სატყეო -სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, გაუადვილებს მოსახლეობას სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანას.

ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენცული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.