დასუფთავების მაშტაბური აქცია

ბეჭდვა

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად, აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.

მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხული განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ადამიანთა დაუდევრობაა, რასაც ხშირ შემთხვევაში მივყავართ სავალალო შედეგამდე. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის გააქტიურიების დროს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ეროვნული სატყეო სააგენტო, ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს.

ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.