შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობას ეწვივნენ

ბეჭდვა

საქართველოში სატყეო სექტორის გაცნობის მიზნით, შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ერვონული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის ხეობას ეწვივნენ, სადაც ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ. 

პროფკავიშრების წარმომადგენლებმა ქართული მხარისგან დარგში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიიღეს. ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მხრეები ტყის სექტორის მდგრადი მართვის მიმართულებით გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.