საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიის ელჩმა კორონავირუსისგან დამცავი არჭურვილობა ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სატყეო სამსახურებს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადასცა

ბეჭდვა

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სატყეო სამსახურებს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დამცავი აღჭურვილობა გადასცა.
✅დამცავ აღჭურვილობაშია დეზინფექციის ბარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და პირბადეები.
✅ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში.
🗣 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
✅აღჭურვილობა პარტნიორ საქვეუწყებო დაწესებულებებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში გადაეცათ.