საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრს (CMSR) შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

ბეჭდვა

საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრს (CMSR) შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

✔️საგრანტო თანხა 563 540 ევროს შეადგენს, რომელიც სრულად მოხმარდება პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ განხორციელებას.

✔️ პროექტი სატყეო რეფორმის შემადგენელ ნაწილია, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს არამხოლოდ ტყის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით მართვას, არამედ, ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. ბენეფიციარები (მიმღებები) იქნებიან ადიგენის ადგილობრივი მოსახლეობა და მათ მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებები (სათემო კავშირები).

🗣„ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტია მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე სოციალურ ზეწოლას“, - განაცხადა ეროვნული სტყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

✔️აღსანიშნავია, რომ პროექტის პარალელურად, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) უკვე ახორციელებს „ეკო კორიდორების“ პროექტს.