საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დარგვის აქცია რუსთავში

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ რუსთავში დარგვის აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და საკალათბურთო კლუბის - „რუსთავი 1991“ წევრებმა 40-მდე წიწვოვანი სახეობის - ელდარის ფიჭვი დარგეს. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე საკალათბურთო გუნდის წევრები თავად იზრუნებენ.
აქციას, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.