22 ოქტომბერი - ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ბეჭდვა

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომლეთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ. ლელოვანის სკოლას, მეტყვე-სპეციალისტების მიერ მომზადებული სანერგეს პროექტიც გადაეცათ, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე გაშენდება. მოსწავლეებს, სატყეო დარგის სპეციალისტებმა პროფესიის მნიშვნელობასა და ტყის მოვლა-აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდეს.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.