საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია გურიის მაღალმთიან სოფლებში

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენის სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ასრულებს. გზების მოწყობა-რეაბილიტაცია გურიის მაღალმთიან სოფლებში - მთისპირში, ზოტსა და შუა სურებში განხორციელდა.

სატყეო გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობაც.