საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან თორნიკე გვაზავასთან ერთად სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე მომავალი ზამთრის სეზონისთვის ტყეკაფების გამოყოფის, ხე-ტყის დამზადების საკითხებზე, უკანონო ჭრის კონტროლის გამკაცრებაზე, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. სააგენტოს თავმჯდომარემ რეგიონული სამსახურების უფროსებს სააგენტოს უფროსის ახალი მოადგილე ვასილ კიკვიძე წარუდგინა.