საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაბა სურამში ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სურმში, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ, მუხისა და იფანის ნერგები დარგეს.

► სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიჭრა 90 გამხმარი მუხა. ხოლო, შესაბამისი სეზონის დადგომისთანავე ტყის გაშენების ღონისძიებებიც დაიწყო. ამ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე 6 000 ნერგი, მათ შორის 4800 მუხა და 1200 იფანი დაირგვება.