საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

ბეჭდვა

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის დასრულებულია. მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სამუშაოები ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ანანურში მიმდინარეობს. 

გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. 

მიმდინარე სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.