საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბზის შეწამვლა ნაქერელას უღელტეხილზე

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიროტიაზე, ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლითი ღონისძიებები ხორციელდება. ნაქერელას უღელტეხილზე 20 ჰა - მდე ფართობი შეიწამლა. მიმდინარე სამუშაოებს სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ადგილზე გაეცნო.

ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის კორომების შეწამვლას საქართველოს სამ რეგიონში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წლიდან ახორციელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეწამვლითი სამუშაოები სამჯერ, 400 ჰა ფართობზე განხორციელდა, რასაც 2017 წელს დაემატა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. საერთო ჯამში გასულ წელს ბილოგიური პრეპარატით, შეწამლული იქნა 550 ჰა ბზით დაფარული ფართობი.

მიმდინარე წელსაც, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ბზის კორომები სამჯერ იქნება შეწამლული საქართველოს სამ რეგიონში - იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში. ასევე, მავნებლის ინტენსიური მონიტორინგისა და დიდი რაოდენობით დაჭერა-განადგურების მიზნით, ბზის კორომებში განთავსდება 1500 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, იგეგმება ასევე სხვადასხვა ალტერნატიული ბრძოლის ღონისძიებების გამოცდაც.