პროექტი „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

ბეჭდვა

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს ტყის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა ონლაინ გაიმართა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კარნერმა.

პროექტს „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით CENN ახორციელებს.

ონლაინ შეხვედრაზე, ტყის არამერქნული პროდუქტების სარგებლობის ოთხწლიანი სტრატეგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიორმავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა. ტურისტულ-რეკრე აციული სატყეო ტერიტორიების შესახებ  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.

შეხვედრაზე, სოფლის განვითარების არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების კონკრეტული ინიციატივები, დარგთაშორისი და უწყებათშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიამ, ერთიან სისტემაში მოიყვანა ძირითადი სექტორები ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის წარმოება, არასასოფლო–სამეურნეო მიმართულებები, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვა და ტურიზმი.

ამასთანავე, საქართველომ დაამტკიცა სატყეო კოდექსი, რომელიც 2021 წლიდან გარკვეულ სისტემურ ცვლილებებს დაამკვიდრებს. კოდექსს შემოაქვს სიახლეები სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობისთვის.