ტელევიზია და რადიო

12 თებერვალი 2019

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა მომავალი წლის გეგმების შესახებ

14 თებერვალი 2019

შეხვედრა პროფესიული კოლეჯების პედაგოგებთან

22 თებერვალი 2019

საქართველოს მთავრობამ ახალი ტყის კოდექსი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს დაასრულა „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავების პროცესი, რომელიც დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა.  კანონპროექტი შეთანხმდა სხვადასხვა უწყებასა და სამინისტროსთან, რის შემდეგაც  საქართველოს მთავრობამ მოიწონა დოკუმენტი და საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.  პარლამენტში კოდექსის განხილვა იგეგმება საგაზაფხულო სესიაზე და სავარაუდოდ, პროექტი დამტკიცდება მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს.

ტყის ახალი კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური  ფუნქციების განსახორციელებლად ტყის  თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ტყის კოდექსში მოცემული ტყის  მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები საფუძვლად უნდა დაედოს ტყის მდგრად მართვას.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები, აგრეთვე ის აუქმებს „სოციალური ჭრის“ პრაქტიკას, მათ ნაცვლად კი შემოდის მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი, სადაც ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რაც უზრუნველყოფს მათ შორის, სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად. შედეგად, ტყეთსარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით განხორციელდება გაცილებით ეფექტურად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები.

სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოდ მოიაზრება, გარდა დაცული ტერიტორიებისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე არსებული ტყისა, ამ კანონის საფუძველზე და სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი. მართვის ორგანოს ასეთი მოდელის არჩევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ტყის მართვის სისტემა არსებითად გადადის მეურნეობის წარმართვის პრინციპზე, რაც თავის მხრივ, უკავშირდება  სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. მართვის ეს მოდელი ორგანოს ხდის მოქნილს და ეფექტიანს. ტყის მართვის ორგანოს ასეთი ფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ მართვის ორგანომ მიიღოს ფინანსური შემოსავალი, რაც მოხმარდება ტყეების მდგრად მართვას.

ტყის მართვის ახალ ორგანოს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე დასაქმების ბაზარზე, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ცხოვრების გაუმჯობესებას.

სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი უნდა პასუხობდეს როგორც სატყეო დარგში, ასევე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე სოციალურ ზეწოლას. 

ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება პროფესიონალი კადრების დასაქმება სატყეო სექტორში. ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.

26 თებერვალი 2019

ნათია იორდანიშვილი და კარლო ამირგულაშვილი ახალი ტყის კოდექსის შესახებ

ახალი “ტყის კოდექსის” კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა- ნათია იორდანიშვილი და კარლო ამირგულაშვილი გადაცემაში “საქმიანი დილა”

6 მარტი 2019

ნათია იორდანიშვილი მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამიასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს

სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში, მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია - თემასთან დაკავშირებით "მაესტროს" კითხვებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი პასუხობს

8 მარტი 2019

ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

• მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 26 000 ჰა ფათობზე 2013 წლიდან ხორციელდება

• 2013-2018 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია

• 2017 წლიდან დაიწყო ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰაფართობზე

• ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის „პლატოს“ ტეროტირიაზე სანიტარულ ჭრებს 2019 წელსაც განახორციელებს

ნათია იორდანიშვილი გადაცემაში „საქმიანი დილა“

10 მარტი 2019

სანიტარული-ჭრები-ბორჯომის-პლატოს-ტერიტორიაზე-გრძელდება

10 მარტი 2019

სანიტარული ჭრები ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე გრძელდება რუსთავი2

15 მარტი 2019

ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

20 მარტი 2019

მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები გრძელდება