მიმდინარე პროექტები

ადიგენის სატყეო უბნის კურცხანის სატყეოს ტყითსარგებლობის გეგმაში შეტანილი ცვლილებები

ადიგენის სატყეო უბნის კურცხანის სატყეოს ტყითსარგებლობის გეგმაში შეტანილი ცვლილებები

30 ნოემბერი 2018

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“-ს მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო განხილვისათვის წარმოგიდგენთ ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის კურცხანის სატყეოში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის #1000003 ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული (კურცხანის სატყეოს NN-17,18,19,28,29,30 კვარტლები) ფართობებისათვის დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმაში შეტანილ ცვლილებებს. გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წარმოადგინოთ 2018 წლის 19 დეკემბრამდე. შეტანილი ცვლილებების საჯარო განხილვა, მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით, ჩატარდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში (მისამართი: გულუას #6).