მიმდინარე პროექტები

ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის  ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული პროექტები და გეგმები

ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული პროექტები და გეგმები

1 აპრილი 2014

2013 წლის 17 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“.

2013 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ტყეების ინვენტარიზაცია 45 000 ჰა ფართობზე, რომელსაც ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეოლენდი“. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება 2014 წლის ბოლოს.

2014 წლის თებერვლის თვის დასაწყისში დაიწყო ხარაგაულის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია 48 000 ჰა ფართობზე, რომელსაც ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გეოგრაფიკი“. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება 2014 წლის ბოლოს.

2014 წლისთვის ასევე დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხისა და ადიგენის სატყეო უბნების ინვენტარიზაცია დაახლოებით 60 000 ჰა ფართობზე.

ზემო აღნიშნულ ტყის ფართობებზე ინვენტარიზაცია განხორციელდება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით.

ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული იქნება ახალი მონაცემები ტყეების ფართობის მდგომარეობის, შემადგენლობის, მერქნული რესურსის ხარისხობრივი მაჩვენებლების და ა.შ. შესახებ.