მიმდინარე პროექტები

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ახალციხის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტი

28 ნოემბერი 2016

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსსსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო წარმოგიდგენთ ახალციხის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ჩატარებული ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) მასალების საფუძველზე შემუშავებულ ახალციხის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტს საჯარო განხილვისთვის (28.11.2016 წ-დან 23.12.2016 წ-მდე)

გთხოვთ, შენიშვნები და წინადადებები წერილობით წაროადგინოთ 2016  წლის  23 დეკემბრამდე სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@forestry.gov.ge

ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდება სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში  (მისამართი: გულუას ქ. №6) 2016 წლის 26 დეკემბერს.