15 აგვისტო 2016

ბზის კორომების ინვაზიური მავნებელი სახეობის პეპლის ბზის ალურასაგან დაცვის ღონისძიებები

19 აგვისტო 2016

შიდა ქართლის სატყეო სამსახურმა სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანა-რეაბილიტაცია დაასრულა

28 სექტემბერი 2016

გერმანელმა კოლეგამ რეინჰარდ ნეფტმა ბორჯომის პლატო დაათვალიერა

ს.ს.ი.პ. ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი მერაბ მაჭავარიანი და "Bavarian state forest" -ის დირექტორი რეინჰარდ ნეფტი დაბა ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაზაფხულიდან ხორციელდება ,როგორც მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ღონისძიება. გერმანელმა კოლეგამ ქრთველ სპეციალისტებს თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა, ასევე გაეცნო ტყის აღდგენის პროექტს, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მათ ქვეყანაშიც ანალოგიურია.

6 ოქტომბერი 2016

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ლიტვის კერძო ტყეების მფლობელთა ასოციაციის წარმომადგენლებს ბორჯომში უმასპინძლა

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომ-ბაკურიანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში საპასუხო ვიზიტით მყოფ ლიტვის კერძო ტყეების მფლობელთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გასულ თვეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ეროვნული სატყეო საგენტოს თანამშრომლები ლიტვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე ნახეს კერძო საკუთრებაში გადაცემული ტყეების მდგომარეობა. ეროვნულმა სატყეო საგენტომ ბორჯომ-ბაკურიანის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს სატყეო სექტორის კონცეპციის მთავარი მიზნები, ამოცანები და გამოწვევები გაუზიარა ლიტველ კოლეგებს, ასევე ისაუბრეს სამუშაო გამოცდილებაზე და მუშაობის მეთოდების სპეციფიკაზე.

27 ოქტომბერი 2016

სოციალური ჭრები და სახელმწიფო პოლიტიკა – რა იცვლება სატყეო სექტორში

როგორია სახელმწიფოს სატყეო პოლიტიკა, რა შეიცვალა ბოლო 3 წლის განმავლობაში და რა სიახლეების დანერგვა იგეგმება სოციალური ჭრების მიმართულებით – “მრავალკუთხედი”-ს ინტერვიუ ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ნათია იორდანიშვილთან.

4 ნოემბერი 2016

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხებზე საუბრობს

10 ნოემბერი 2016

სანიტარული ჭრების მომდევნო ეტაპი

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაასრულა მიმდინარე 2016 წელს, სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული ფერომონიანი მწერსაჭერების მონიტორინგი. კორომებში განთავსებული იყო 2425 ცალი ხაფანგი, საიდანაც დაჭერილი და განადგურებულ იქნა 3 მილიონამდე მავნებელი. ამჟამად მიმდინარეობს მთელი წლის მანძილზე ხაფანგებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება-ანალიზი, შემდგომში საერთო ანგარიშის წარსადგენად. ანგარიშში გათვალისწინებული იქნება განსაზღვრულ ფართობებზე შესაბამისი ღონისძიებების რეკომენდაციები და მავნებლის კონტროლისათვის ალტერნატიული მეთოდების შემუშავება, რაც მიზნად ისახავს აღნიშნულ რეგიონში ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

15 ნოემბერი 2016

168 ახალი ხე ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე

2016 წლის 11 ნოემბერს მნიშვნელოვან ტრადიციას დაედო საფუძველი და კომპანია სარაჯიშვილის თაოსნობით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე 168 ახალი ხე - ნეკერჩხალი და ფიჭვი დაირგო, რომელიც იდეალურია ამ ადგილისათვის. ეს სიმბოლური აქცია 2016 წელს დავით სარაჯიშვილის დაბადების 168-ე წლისთავს უკავშირდება და ამგვარი ორიგინალური ქმედებით მოხდა დიდი მეცენატისა და მეწარმის დაბადების დღის აღნიშვნა. ეს არ გახლდათ ერთჯერადი აქცია, რომელიც მხოლოდ ბორჯომის პლატოს ტერიტორიით შემოიფარგლება. შესაბამისად, ყოველი წლის 11 ნოემბერს, ხეების ის სიმბოლური რაოდენობა დაირგვება, რამდენი წლისაც თავად დავით სარაჯიშვილი გახდებოდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბორჯომის რაიონში 181 850 ნერგი აქვს დარგული, პლატოს ტერიტორიაზე დაიწყო ტყისბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ძალიან მნიშვნელოვან პროექტი, რომელშიც პირველი მონაწილე სწორედ კომპანია სარაჯიშვილია, რომლის სიმბოლური აქციითაც სააგენტოს ინიციატივამ სტარტი აიღო. კომპანია სარაჯიშვილი გამოთქვამს მზადყოფნას ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ტყის მოვლა-აღდგენით ღონისძიებებში.

22 ნოემბერი 2016

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი კოლხური ბზის გადარჩენის საკითხებზე საუბრობს

6 დეკემბერი 2016

გამწვანების აქცია რუსთავში, კომპანია „რუსელოისი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ ქალაქ რუსთავში ფეროშენადნობთა მწარმოებელ კომპანია „რუსელოისი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 100-ზე მეტი ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ კონსულტაცია გაიარა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნულ საშენ მეურნეობა“-ში. კომპანია „რუსელოისი“ თავისი საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს გარემოზე ზემოქმედება, იგი მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე გარემოსდაცვის საკითხებში. კომპანიის სათაო ოფისსა და თავად ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდა „მწვანე ყუთები“, რომელთა მეშვეობით ხდება კომპანიაში დასაქმებულთა მიერ მაკულატურის შეგროვება.