9 ივნისი 2016

დაზიანებული კოლხური ბზის შეწამვლა სამეგრელოში

კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიება - ბზის ალურით (Cydalima perspectalis) დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამლვითი ღონისძიების პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოები იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის 400 ჰა-ზე ganxorcieldა. შეწამლვის პრეპარატის შესხურება სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხნული აეროზოლის გენერატორის გამოყენებით მოხდა, რომელიც არეგულირებს სითხის დისპერსიულობის დონეს, სითხე გადაყავს აეროზოლში - ნისლში და გამიზნულია უშუალოდ ტყის ფართობების დასამუშავებლად. სატყეო-პათოლოგიურ კვლევასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული უნივერსიტეტიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე პრეპარატი შეირჩა დიდი სიფრთხილით, რადგან, შეწამლვა შესაძლოა რიგ ადგილებში განხორციელდეს დასახლებული ადგილებისა ან/და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს. პრეპარატი ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს - არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის და სასარგებლო მწერებისათვის მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში. კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა და მისმა ხმობამ ბუნებრივი გავრცელების მთელს არეალზე ბოლო რამოდენიმე წელია მასიური ხასიათი მიიღო. სამინისტროს მიერ შემუშავებული „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმის“ ფარგლებში მიმდინარე და მომავალ წლებში სააგენტო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა ბზის აღდგენისა და კონსერვაციის ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს. მავნებელთან ბრძოლის პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს და მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით დაზიანებული ბზის კორომების შეწამლვა წლის ბოლომდე რამოდენიმეჯერ განხორციელდება.

20 ივნისი 2016

ბორჯომში პლატოს ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგი მომდინარეობს

ბორჯომში, პლატოს ტყეში „მბეჭდავი ქერქიჭამიას“ მონიტორინგი მომდინარეობს, მავნებელთან საბრძოლველად ფერომონიანი მწერმჭერები პლატოზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წელს განათავსა. სააგენტოს ინფორმაციით ამ ხნის განმავლობაში ათი მილიონი მწერია განადგურებული. ახლა იმ მწერების შეგროვება მიმდინარეობს, რომლებიც აპრილში დამონტაჟებულ ხაფანგებშია განთავსებული.

21 ივნისი 2016

საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის გრძელდება

გრძელდება სსიპ ეროვნული  სატყეო  სააგენტოს  საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, რომელიც ტყესთან დაკავშირებული საბაზისო ცოდნის მიწოდებასა და მათი ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებში  ჩართვისკენაა მიმართული. ამჯერად, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით და თბილისის ზოოლოგიურ პარკში არსებული საგანმანათლებლო ცენტრის "მეტაზოას"-ს ჩართულობით, მოსწავლეებისათვის სასარგებლო მწერებთან დაკავშირებით მეცადინეობა ჩაატარა ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც საველე პრაქტიკისას  ახალგაზრდები გაეცნენ ისეთ მწერებს, როგორიცაა ფუტკრები, ბაზები, ნიმფალიდები, ცისფრულები და თეთრულები (დღის პეპლები) და სხვა, ისწავლეს მათი სახეობების ამოცნობა და გაიგეს თუ რა როლი აქვს თითოეულს  ეკოსისტემაში. აღსანიშნავია ასევე, რომ გარდა ენტომოფაუნისა, მოსწავლეები სხვადასხვა სახეობების ამფიბიებსა და ფრინველებს გაეცნენ  (Bufo bufo, rhanna macrocnemis, Turdus merula). პროექტის ფარგლებში საველე გასვლები ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. 

23 ივნისი 2016

ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე 3 წელია ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭმიების მონიტორინგს

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე 3 წელია ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭმიების მონიტორინგს, შესაბამისი ხაფანგისა და ფერომონის გამოყენებით, სულ დაჭერილი და განადგურებულია 10 მილიონამდე ხოჭო, ამას დაემატება წლევანდელი წლის რაოდენობაც. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე ხაფანგების განთავსება ხდება გაზაფხულზე, აპრილში და ჩამოხსნა შემოდგომით ოქტომბრის ბოლოს. ხაფანგებით დაჭერილი ხოჭოების რაოდენობები გვეხმარება დავადგინოთ წლის მანძილზე ქერქიჭამიების გამრავლების პიკები, ახალი კერების წარმოქმნის რისკები და სეზონზე გენერაციის რაოდენობები ამას ემატება სანიტარული ჭრები, რის შემდეგაც გადეგმილია შესაბამისი ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება.აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური. ასევე სააგენტო მუშაობს ბუნებრივი მტერის გამრავლებაზე და შემდგომ ბუნებაში გაშვებაზე.ეს ყველაფერი დაეხმარება დარეგულირდეს ტყეში მავნებლის რაოდენობა და ასევე ხელი შეეწყობა ამ რეგიონში წიწვოვანი კორომების შენარჩუნება, გაფრთხილებას და დაცვას.

24 ივნისი 2016

ეროვნული სატყეო სააგენტო სამი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიების მონიტორინგს ახორციელებს

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე 3 წელია ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭმიების მონიტორინგს, შესაბამისი ხაფანგისა და ფერომონის გამოყენებით, სულ დაჭერილი და განადგურებულია 10 მილიონამდე ხოჭო, ამას დაემატება წლევანდელი წლის რაოდენობაც. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე ხაფანგების განთავსება ხდება გაზაფხულზე, აპრილში და ჩამოხსნა შემოდგომით ოქტომბრის ბოლოს. ხაფანგებით დაჭერილი ხოჭოების რაოდენობები გვეხმარება დავადგინოთ წლის მანძილზე ქერქიჭამიების გამრავლების პიკები, ახალი კერების წარმოქმნის რისკები და სეზონზე გენერაციის რაოდენობები ამას ემატება სანიტარული ჭრები, რის შემდეგაც გადეგმილია შესაბამისი ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება.აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური. 

ასევე, სააგენტო მუშაობს ბუნებრივი მტერის გამრავლებაზე და შემდგომ ბუნებაში გაშვებაზე.ეს ყველაფერი დაეხმარება დარეგულირდეს ტყეში მავნებლის რაოდენობა და ასევე ხელი შეეწყობა ამ რეგიონში წიწვოვანი კორომების შენარჩუნება, გაფრთხილებას და დაცვას.

29 ივნისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სეზონური სატყეო სკოლა გაიხსნა

27 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სეზონური სატყეო სკოლა გაიხსნა. პროექტი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის ბაზაზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. სატყეო სკოლა დარგის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება და ითვალისწინებს თანამშრომლების წახალისებას რეგიონალურ დონეზე. სასწავლო კურსი ორ მთავარ თემას-ტყეების ეკოსისტემებსა და მათ ბიომრავალფეროვნებას მოიცავს. სასწავლო კურსს გაუძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპელი წამყვანი პროფესორები და მეცნიერები. პროექტში 21 მსმენელი მონაწილეობს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. სატყეო სკოლის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, სსიპ ეროვნული სატყეო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სატყეო სკოლა 3 ივლისს დაიხურება. 

4 ივლისი 2016

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებს აგრძელებს

ახალციხისა და ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნების ტერიტორიაზე ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარეობს. ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

დღეისათვის სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე სამუშაოების შუალედური გადამოწმება ხორციელდება. ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები ადგილზე ეცნობიან პროცესს, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ხარვეზები და სამუშაოები უფრო ეფექტიანად განხორციელდეს.

53 500 ჰა ფართობზე საველე სამუშაოები შემოდგმამდე გაგრძელდება, ხოლო, საველე სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით ორივე სატყეო უბნისთვის 10 წლიანი ტყის მართვის გეგმები მომზადდება. ტყის ინვენტარიზაცია უმნიშვნელოვანესი სატყეო ღონისძიებაა, რომლის საფუძველზეც ხდება ტყეში ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების (მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრები, გასაშენებელი ტყის კულტურები, სანერგეები, მოსაწყობი და დასაპროექტებელი გზები და სხვა) დაგეგმვა და წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის წინაპირობას.

ორგანიზებული ტყის ინვენტარიზაცია საქართველოს ტყეებში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა (გარდა ფრაგმენტული მცირე ფართობებისა). ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ 2013 წელს დაიწყო და დღეისათვის უკვე მომზადებული და დამტკიცებულია ტყის მართვის გეგმები ბორჯომ-ბაკურიანისა და ხარაგაულის სატყეო უბნებისთვის.

ასპინძა-ახალქალაქის და ახალციხის ტყის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ სააგენტოს მთელი რეგიონისთვის ექნება განახლებული მონაცემების ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ.

 

28 ივლისი 2016

სკოლები აქტიურ გარემოსდაცვით კამპანიებს იწყებენ

19 ივლისს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში საზეიმოდ დასრულდა CENN–ის მეორე ეკობანაკი, რომელშიც კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარისა და გურიის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასკოლო გუნდების მიერ შემუშავებული გეგმები, როგორც მიმდინარე „მწვანე ზაფხულის“, ასევე ახალი სასწავლო წლისათვის. თითოეული მათგანი, მათთვის გადაცემულ ცოდნას და საინფორმაციო მასალებს ათეულობით სკოლას გადასცემს. ამისათვის მოსწავლეები მოაწყობენ დისკუსიებს, ტრენინგებს, კინოჩვენებებს, ფოტოგამოფენებს, წიგნის პრეზენტაციებს, ლაშქრობებს, გამწვანებისა და დარგვის აქციებს, ანტიბრაკონიერულ და დაბინძურების საწინააღმდეგო კამპანიებს. აღნიშნული ინიციატივების ფარგლებში ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ CENN–თან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, ადგილობრივ თვითმმარველობებთან, მედია–ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და სკოლებთან. ყველა ამ საქმიანობის შედეგად გუნდები დააგროვებენ ქულებს და საუკეთესოები მოხვდებიან ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ნეხევარფინალში.

სკოლის მოსწავლეები ასევე ჩაერთვებიან გარემოსდაცვით მონიტორინგში და მობილური აპლიკაცია GreenWatch–ის საშუალებით, სახელმწიფო უწყებებს ადგილიდან მიაწვდიან ინფორმაციას პრობლემატური ფაქტების შესახებ – შემდგომი რეაგირებისთვის. ამისათვის, ათდღიანი პროგრამის ფარგლებში, მათ უკვე გაიარეს გადამზადების კურსები ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სხვადასხვა მიმართულებით.

ეკობანაკის დახურვის ცერემონიაზე მისულმა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ, მოსწავლეებს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა და გადასცა პირადი საკონტაქტო ინფორმაცია ყველა აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას მასთან უშუალო კომუნიკაციისათვის.

მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა.

ბულაჩაურის მწვანე ცენტრში „მწვანე არდადეგები“ გრძელდება. ახალ სასწავლო წლამდე ცენტრს კიდევ ათეულობით სკოლა ესტომრება. ასევე დაგეგმილია ცალკე ბანაკი ქობულეთში, რომელსაც CENN, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, დევნილი მოსწავლეებისთვის გამართავს.

10 აგვისტო 2016

ზუგდიდსა და რუხში ბზის საბაზისო სანერგის გადამზადების კურსი ჩატარდა

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოსთან ერთად, ზუგდიდსა და რუხში ბზის საბაზისო სანერგის გადამზადების კურსი მოაწყო. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თავი მოიყარეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ბზის კალმების ასაღები მასალის მოძიება, აღება და დაკალმება უნდა განახორციელონ. ამისათვის მათ თეორიული და პრაქტიკული კურსი ჩაუტარდათ. სოფელ რუხში მოწყობილ სანერგეში წელიწადში 50,000 კოლხური ბზის ნერგის გამოყვანაა დაგეგმილი, რომელთა ნაწილიც, მცირე სანერგეების განვითარების მიზნით, უფასოდ გადაეცემათ თვითმმართველობებს, საჯარო სკოლებსა და ეპარქიებს. პროექტმა უნდა შექმნას საფუძველი დაზიანებული ბზის უნიკალური კორომების აღდგენის პროცესის დასაწყებად, მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც. პროექტის ფარგლებში იგეგმება ნერგების ნაწილის გადაცემა აფხაზური მხარისთვისაც. „ბზის გადარჩენის ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული ინიციატივა ხორციელდება ტყის მდგრადი მართვა საქართველოში პროექტის ფარგლებში, რომელსაც ფინანსურად უზრუნველყოფს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის.

11 აგვისტო 2016

კოლხური ბზის შეწამვლის მეორე ეტაპი