10 მაისი 2016

კოლხური ბზის სანერგის მოწყობის პროექტი სოფელ რუხსში

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის სასაზღვრო სოფელ რუხსში იმყოფებოდა, სადაც კოლხური ბზის კონსერვაციის მიზნით, საბაზისო სანარეგის  მოწყობის პროექტი ხორციელდება.

 გეგმა მოიცავს სახეობის გადარჩენის კომპლექსურ ღონისძიებებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რომელშიც მოიაზრება ბზის გრძელვადიანი კონსერვაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები. ამ კუთხით მომზადებულია ქოლგა პროექტი „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე სოფელ რუხში“, რომლის ძირითადი მიზანი გენეტიკური ფონდის შენარჩუნება და ბზის გადარჩენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.

 საბაზისო სანერგე მეურნეობა მოეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში არსებულ 500 მ² სასათბურე ფართზე. ნერგების გამოყვანა მოხდება დაკალმების გზით აგვისტო–სექტემბერსა და და აპრილში. თითო ეტაპზე იგეგმება 30 000 ცალი ნერგის მიღება.

კალმები შეგროვდება კოლხური ბზის ბუნებრივი გავრცელების რეგიონებში (დასავლეთი და აღმოსავლეთი). ბზის კალმების აღებამდე მოხდება უახლესი ინფორმაციის მოძიება ჯანსაღი კორომების ადგილმდებარეობის შესახებ, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს.

პროექტის განმახორციელებელია სსიპ ,,გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო’’. პროექტის პარტნიორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი- CENN, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო და კავშირი-ასოციაცია ,,აგორა’’.

სანერგეში გამოყვანილი ნერგების ნაწილი უფასოდ გადაეცემათ თვითმმართველობებს, საჯარო სკოლებსა და საპატრიარქოს ეპარქიებს, ასევე, სანერგეების განვითარების მიზნით და შეიქმნება საფუძველი დაზიანებული ბზის უნიკალური კორომების აღდგენის პროცესის დასაწყებად, მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც. პროექტის ფარგლებში იგეგმება ნერგების ნაწილის გადაცემა აფხაზური მხარისთვისაც.

11 მაისი 2016

პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება “კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის“ პროექტის ფარგლებში

 

პარტნიორობისა და  თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება

“კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის“ პროექტის ფარგლებში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკონფერენციო დარბაზი

თბილისი ალ.ყაზბეგის 42

10 მაისი 2016 წელი, 12 საათი

 

   საქართველოს ენდემური სახეობისა და „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის  - კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კერძოდ მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან CENN, კავშირ-ასოციაცია „აგორასთან“ და საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით იწყებს ზუგდიდის რაიონის სოფ.რუხში „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის“ პროექტის განხოციელებას.

 ამ მიზნით 2016 წლის 10 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ერთი მხრივ, სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოსა“ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN), მეორე მხრივ კი სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოსა“ და კავშირ-ასოციაცია „აგორას“ შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია.

 ღონისძიებებას დაესწრებიან პროექტში ჩართული მხარეების, სამთავრობო  უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

15 მაისი 2016

ბორჯომის რაიონში გადამწვარი ხეობის მოვლა აღდგენის სამუშაოები გრძელდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ბორჯომის რაიონის სოფელ დაბაში გადამწვარი ხეობის მოვლა-აღდგენის სამუშაოები გრძელდება. ღონისძიებას შემოუერთდა არასამთავრობო ორგანიზაციები “World Vision” და “მესხი დემოკრატების” ახალგაზრდული გაერთიანება, რომლემაც 4000 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. ასევე, დაბის ტერიტორიაზე ეროვნულ სატყეო საგენტოს სასკოლო სანერგის პროექტის ფარგლებში, წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომაზე დაწყებული თესვის სამუშაოები განაგრძეს და ამჯერად ფიჭვის, ნაძვის და სოჭის თესლი დათესეს.

17 მაისი 2016

ტყის-მოვლა აღდგენის სამუშაოები გრძელდება

ეროვნულოი სატყეო სააგენტო აგრძელებს ბორჯომის სოფელ დაბაში ტყის-მოვლა აღდგენის სამუშაოებს. კომპანია „British American Tobacco” მხარდაჭერით შემოდგომაზე დაწყებული დარგვითი სამუშაოები გარძელდა, დაირგო 4000 ძირი წიწვოვანი დაფოთლოვანი სახეობის ნერგები. ეროვნული სატყეო საგენტოს მიერ ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ნახანძრალ ტერიტორიაზე 82 ჰა ფართობია აღდგენილი.

30 მაისი 2016

სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები ახალსოფელში

სსიპ ეროვნული  სატყეო  სააგენტოს  ტყის  მოვლა- აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იორდანიშვილმა უცხოელ ექსპერტთან და კახეთის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ყვარლის სატყეო უბნის, ახალსოფლის   სატყეო ტერიტორიაზე ახლადგაშენებული სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები მოინახულა. ამ ტერიტორიაზე პლანტაციები მიწის 10 ჰექტარს მოიცავს.          

სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციების გაშენება  ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მერქნულ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ხორციელდება.

პლანტაციების გაშენება  კახეთის რეგიონში გასულ წელს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

1 ივნისი 2016

სატყეო განათლება ახალი სატყეო კოდექსის ჭრილში

როგორი მეტყევე ჭირდება საქართველოს, რას ითვალისწინებს ახალი სატყეო კოდექსი. რა უნდა იცოდეს ტყიანი რეგიონის მოსახლეობამ იმისთვის რომ შეინარჩუნოს ესკორომები.მოიპოვოს, განაახლოს და დაიცვას.
სტუმარები: ნათია იორდანიშვილი - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე. ნატო სულთანიშვილი - განათლების პროექტების სამასახურის უფროსი.კარლო ამირგულაშვილი - გარემოსა და ბინებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი.

5 ივნისი 2016

გამწვანების აქცია დარიალის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ,  ფონდ „გაამწვანე საქართველოს“- ა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად  დარიალის მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის, დაბა სტეფანწმინდაში, ელიას გორაზე  წმინდა ელია წინასწარმატყველის მონასტრის და ჟინვალთან 300 არაგველის მემორიალის ტერიტორიაზე გამწვანების აქციის ღონისძიება მოაწყო.

დარიალის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროექტი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით მომზადდა და ამ ეტაპზე 40-ზე მეტი კავკასიური  ფიჭვი, ამდენივე ბზა, გართხმული ღვია და მტირალა ტირიფები დაირგო. სულ დაირგო 100-ზე მეტი ნერგი.

დარგვის ღონისძიებაში  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველო“-ს წარმომადგენელი გოჩა არონიშიძე, კერძო სექტორის წარმომადგენელი რიჩარდ მარუაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის უფროსი დავით ალადაშვილი მონაწილეობდნენ.

6 ივნისი 2016

კავკასიური ფიჭვის სანერგე ბარისახოში

ეროვნული სატეყო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ   და სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა რეგიონებში სანერგეების მონიტორინგის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  ბარისახოს სატყეო უბანში 1220 კვადრატულ მეტრზე გაშენებული კავკასიური ფიჭვის  სანერგე დაათვალიერეს, რომელიც   თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციის შედეგად მოჭრილი მერქნული რესურსების საკომპენსაციოდ, კერძო კომპანიის მიერ განხორციელდა.

არსებული სანერგის მოვლის პროცესზე ყოველდღიურ დაკვირვებას აწარმოებენ რეგიონის სატყეო სამსახურის უფროსი დავით ალადაშვილი და  ამავე სამსახურის მეტყევე სპეციალისტები.

7 ივნისი 2016

სანერგე ბარისახოში

ეროვნული სატეყო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ   და სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა რეგიონებში სანერგეების მონიტორინგის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის  ბარისახოს სატყეო უბანში 1220 კვადრატულ მეტრზე გაშენებული კავკასიური ფიჭვის  სანერგე დაათვალიერეს, რომელიც თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციის შედეგად მოჭრილი მერქნული რესურსების საკომპენსაციოდ, კერძო კომპანიის მიერ განხორციელდა.

არსებული სანერგის მოვლის პროცესზე ყოველდღიურ დაკვირვებას აწარმოებენ რეგიონის სატყეო სამსახურის უფროსი დავით ალადაშვილი და  ამავე სამსახურის მეტყევე სპეციალისტები.

7 ივნისი 2016

დაზიანებული კოლხური ბზის კორომების დამუშავება მიმდინარეობს

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო დაზიანებული კოლხური ბზის კორომების დამუშავებას განაგრძობს. შეწამვლის სამუშაოები იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის 400 ჰა-ზე ხორციელდება. პრეპარატის შესხურება სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხნული აეროზოლის გენერატორის გამოყენებით ხდება, რომელიც არეგულირებს სითხის დისპერსიულობის დონეს, სითხე გადაყავს აეროზოლში - ნისლში და გამიზნულია უშუალოდ ტყის ფართობების დასამუშავებლად. სატყეო-პათოლოგიური კვლევისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული უნივერსიტეტიდან წერილობით მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე პრეპარატი შეირჩა დიდი სიფრთხილით, რადგან, შეწამვლა შესაძლოა რიგ ადგილებში განხორციელდეს დასახლებული ადგილებისა ან/და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს. მავნებლის ბიოეკოლოგიის გათვალისწინებით რეკომენდირებულ იქნა ენტომოპათოგენური ბაცილის Bacillus thuringiensis ბაზაზე დამზადებული ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურ ინსექტიციდს და ტყის ჯიშებთან ერთად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, დეკორატიული მცენარეები და სხვ) დამუშავებისთვისაც. პრეპარატი ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს - არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის და სასარგებლო მწერებისათვის მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში. კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა და მისმა ხმობამ ბუნებრივი გავრცელების მთელს არეალზე ბოლო რამოდენიმე წელია მასიური ხასიათი მიიღო. სამინისტროს მიერ შემუშავებული „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმის“ ფარგლებში მიმდინარე და მომავალ წლებში სააგენტო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა ბზის აღდგენისა და კონსერვაციის ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.