2 თებერვალი 2016

სამუშაო შეხვედრა ქობულეთში

18 თებერვალი 2016

ბორჯომში საქართველოს ტყის კოდექსის პროექტი განიხილეს

19 თებერვალი 2016

ახალციხეში ტყის კოდექსის ახალი კანონპროექტი განიხილეს

25 თებერვალი 2016

დღეს ტყის კოდექსის განხილვა გაიმართა

29 თებერვალი 2016

„ტყის კოდექსის“ სამუშაო ვერსიის განხილვა გრძელდება

29 თებერვალი 2016

ტყის კოდექსის სამუშაო ვერსიის განხილვა

17 მარტი 2016

შეხვედრა სვანეთის მეწარმეებთან

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ეროვნულ სატყეო სააგენტოში სვანეთიდან ჩამოსულ მეწარმეებს შეხვდა და მოისმინა მათი მოთხოვნები. მათ შორის ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების გაყვანის და რეაბილიტაციის საკითხი, რომელთა ძირითადი ნაწილი სააგენტოს მიერ გათვალისწინებულ იქნა. დაიგეგმა მომდევნო სამუშაო შეხვედრები. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ეროვნული სატყეო საგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გოდუაძე და სააგენტოს წამყვანი სპეციალისტები.

18 მარტი 2016

ნერგების დარგვა მცხეთაში

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ და ქალაქ მცხეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგნელებმა, ფონდ "გაამწვანე საქართველო”-სთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. 
აქციის ფარგლებში თითქმის 3000 კვმ მიწის ფართობზე 100 ძირამდე ფიჭვის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. 
ანალოგიური აქციები მომავალშიც გაგრძელდება და საერთო ჯამში, მცხეთის მუნიციპალიტეტში 400 ძირი ნერგი დაირგვება.

20 მარტი 2016

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის ტექნიკა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც სააგენტო ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენა-რეაბილიტაციას ახალი ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა.

გზის გაყვანის სამუშაოები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება რაც ზამთრის პერიოდში  მოსახლეობას უფრო გაუიოლებს ტყიდან შეშის გამოტანას.

21 მარტი 2016

ნერგების დარგვა მცხეთაში