29 აპრილი 2015

სანიტარული ჭრები ბორჯომში

5 მაისი 2015

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა კუსტარულად მოწყობილი სანახშირე აღმოაჩინეს

11 მაისი 2015

სანიტარული ჭრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელ დიმიტრი ყიფიანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სანიტარული ჭრების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივ სანიტარულ ჭრებს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე იწყებს.
სანიტარულ ჭრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახორციელებს, რომლის დროსაც მოჭრილი და ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი, ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები, რომელიც დაახლოებით 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური ჭრების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ჭრების დასრულების შემდეგ პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს, ტყის აღდგენის სამუშაოებს განახორციელებს.
სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა. ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო ძირითად სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. სანიტარული ჭრა, სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან დაიწყება, ხოლო შემდგომ წლებში რეგიონის მასშტაბით განხორციელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს. თუმცა, საუკეთესო შედეგებისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ რეკომენდირებულია სანიტარული ჭრების განხორციელება.

11 მაისი 2015

შეხვედრა "GIZ"-ის კავკასიის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელთან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს ბ-ონ მარტინ ჰომოლას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში ერთობლივად განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერესპექტივები განიხილეს.
„საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის პროგრამა", „ კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა", „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა საქარველოში", „გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჰიდროელექტრო სადგურებიდან გამოწვეული კომულაციური ზემოქმედების კუთხით", „ეროზიის ინტეგრირებული კონტროლის ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში" - ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშროლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრას გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი და გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელები ესწრებოდენენ.

13 მაისი 2015

ნათია იროდანიშვილი გადაცემაში "სხვა შუადღე" 13.05.2015 (GE)

18 ივნისი 2015

შეგროვილი ხე - მასალა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემათ

1 ივლისი 2015

ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარება

18 სექტემბერი 2015

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა სატყეო პოლიტიკის შესახებ

18 სექტემბერი 2015

კოლხური ბზის მდგომარეობა საქართველოში

25 სექტემბერი 2015

ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია დასრულდა