ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა ყვარელში

11 სექტემბერი 2017

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5-7 სექტემბერს, ქალაქ ყვარელში გაიმართა „ტყის მდგრადი მართვის პრინციპების, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავებასთან დაკავშირებული“ სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური პრინციპები და კრიტერიუმები, რომელზე დაყრნობითაც უნდა განხორციელდეს მდგრადი მართვის პირობებში ტყის მდგომარეობის შეფასება. 
შეხვედრას, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის ფროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.