ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა კახეთში

სამუშაო შეხვედრა კახეთში

1 დეკემბერი 2017

ეროვნული სატყეო საგენტოს ორგანიზებით 28-29 ნოემბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის მხარდაჭერით, კახეთის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მიმდინარე წელს განხორციელებული ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის შეჯამებასა და ანალიზსს. აღნიშნული პროექტების ფარგლებში ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიენიჭა მის ხელთ არსებული მერქნული რესურსის დახარისხების უფლებამოსილება, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მერქნული რესურსის მდგომარეობის შეფასების, მისი მერქნითი ღირებულების განსაზღვრისა და ხარისხის შესაბამის ფასად რეალიზების შესაძლებლობა. აღნიშნული ინოვაციური პროექტის შედეგად მერქნული რესურსი გახდა უფრო ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფილ იქნა მისი მერქნითი ღირებულების მაქსიმალურად გამოყენება.
შეხვედრა ასევე ემსახურებოდა რიგ საკითხებთან მიმართებით არსებული რეგულაციების გაუმჯობესების თვალსაზრისით განსახორციელებული საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვას.
სამუშაო შეხვედრაში ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყითსარგებლობისა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელები, ასევე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მეტყევეები მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში