ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა კახეთში

სამუშაო შეხვედრა კახეთში

6 თებერვალი 2017

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები კახეთის რეგიონში ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილებით დამტკიცებულ „ტყით სარგებლობის წესში“ განსახორციელებელი ცვლილებების მომზადებაზე იმუშავეს, რაც ტყეკაფების გამოყოფისა და მოსაჭრელი ხეების მონიშვნის პროცედურების სრულყოფას და ამ პროცესში მდგრადი მეტყევეობის პრინციპების დანერგვას ემსახურება. შეხვედრაზე განხილულ იქნა მოჭრილი ხე-ტყის დახარისხების შემოღების საკითხიც, რაც მერქნული რესურსით სარგებლობას გაცილებით ეფექტურს გახდის როგორც ეკოლოგიური, ასევე, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა და სხვა ხელმძღვანელი პირები.

სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში
სამუშაო შეხვედრა კახეთში