ახალი ამბები

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

26 ივნისი 2018

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ექსპერტებმა კვლევის - „ტყეები, საოჯახო მეურნეობები და სიღარიბე საქართველოს სატყეო თემებში“ შედეგები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. ასევე, ქართული მხარისგან ტყის მასივებში ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინეს. ექსპერტები მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რის მიხედვითაც დაიგეგმება სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.